არქივი

<მაისი 2012>
ორსაოთხუპაშაკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

ძებნა საიტზე



ხაშურის ისტორია

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტერალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმულია საშუალო სიმაღლის (900-1000 მ) მთებით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდოებების განშტოება. დასავლეთიდან ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთით მთისწინეთი. სამხრეთიდან თრიალეთის ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდოებები, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ცნობილ  ველამდე.1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის რაიონის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ_ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ისევ გორის მაზრაშია., ხოლო 1930 წლიდან დამოოუკიდებელ რაიონს წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით ხარაგაულის და ბოჯომის, ჩრდილოეთით საჩხერის და ქარელის, ხოლო სამხრეთით ბორჯომის რაიონები.ხაშურის რაიონი ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კვ კილომეტრია და საქართველოს მთლიანი ფართობის მხოლოდ 0,84 პროცენტს შეადგენს. იგი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 37, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 22 კილომეტრზე. რაიონის საზღვრების საერთი სიგრძე 118 კილომეტრია. რაიონში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რაიონის რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს რაიონს. ნაწილი მისი შენაკადებისა თრიალეთის. ხოლო ნაწილი ლიხის ქედებიდან ჩამოედინებიან. რაიონის მცენარეულთა საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრფებული მუნიციპალიტეტი შედგება 13 ტერიტორიული ერთეულისგან. მათ შორის  არის ერთი ქალაქის (ხაშური), ერთი დაბის (სურამი) და 11 სოფლის ტერიტორიული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), ხაშურის რაიონში მოსახლეობა 65 ათასამდეა. მისი ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები და სხვა.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა. ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული. XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილის “კალმახობის” მიხედვით. ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი. აგრეთვე წმინდა .მარინეს ეკლესია.ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60_იანი წლებიდან ჩაეყარა., რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი _ ფოთი_თბილისი _ ხაშურზე გადიოდა: აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ_ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მაშტაბით. ამ პერიოდთან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.ხაშურის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა მასზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველის ნებისმიერ რეგიონთან უმოკლეს დროში დაკავშირების საშუალებას იძლევა.1872 წელს, კავკასიაში მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილი ნიკოლოზის ძე რომანოვის მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავად, ხაშურს ეწოდეს მიხაილოვო. 1918 წელს მას ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნეს. 1927_1934 წლებში სტალინისი ეწოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ხაშური ჰქვია.ხაშურის რაიონს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. იგი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა ქართველმა ხალხმა, სისხლხორცეულად არის დაკავშირებული რაიონის ცხოვრებასთან. ხაშურის რაიონს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, თანაბრად შეეხო საქართველოს ისტორიაში მომხდარი ცნობილი მოვლენები. ქვეყანაში შექმნილი ვითარება განაპირობებდა რაიონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე კულტურული ცხოვრების დონეს.

 

კობა სუბელიანი სურამში

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი სურამში, ყოფ. მე-14 პროფ.ტექნიკუმის შენობაში მცხოვრებ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ ოჯახებს ესტუმრა და მათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადასცა. მინისტრთან ერთად დევნილებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ სახვაძე, სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი მანანა ჭამპურიძე და სხვა ოფიციალური პირები.

თიღვის თემის 27 ოჯახს, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ სურამში ცხოვრობენ, მინისტრმა საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგაც აღნიშნული ბინები მათი საკუთრება იქნება.

,,ამ სახლში თიღვის მუნიციპალიტეტის 27 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის ერთი ოჯახი კარვებში ცხოვრობდა გორში. ეს ოჯახები 2008 წლის ომის შემდეგ დაზარალდნენ. ჩვენ მათ დავუკანონეთ ფართები და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. მართალია ძირითადი, საკუთრების პრობლემა უკვე მოგვარებული აქვთ, თუმცა კიდევ არის მათი დასაქმების პრობლემა და ბევრი ოჯახი ელოდება ჩვენგან მსგავს დახმარებას. თუ კი სადმე საწარმო იხსნება, პირველ რგიში დევნილებისთვის გვინდა" – განაცხადა კობა სუბელიანმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ თითოეული დევნილი ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

 

ლიტვის პრემიერ მინისტრი ხაშურის მუნიციპალიტეტში

1 მაისს ხაშურს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი სტუმრობდა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ხაშურში იმყოფებოდა ლიტვის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, საქართველოს ელჩი ლიტვაში გიორგი ქერდიყოშვილი, ხაშურთან დამეგობრებული ქალაქ რადვილიშკისის მერი ანტანას კეპონონისი და სხვა ოფიციალური პირები.

ლიტველ სტუმრებს ხაშურში შეხვდნენ პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორი შიდა ქართლში გიორგი ტატიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ სახვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სხვები.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთაკა მოინახულა, სადაც ლიტვური მხარის დახმარებით ინტერნეტ ცენტრი ფუნქციონირებს. ინტერნეტ ცენტრი მომხმარებლებს უფასო ინტერნეტს და კომპიუტერულ მომსახურებას სთავაზობს. სტუმრები მათთვის მომზადებულ მცირე კონცერტსაც დაესწრნენ, სადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის „ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის“ მოსწავლეთა მიერ ქართული და ლიტვური სიმღერები შესრულდა.

განვითარებისა და თანამშრომლობის ლიტვური პროექტის ფარგლებში ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის ინტერნეტ ცენტრი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, ბავშვთა სახლების დახმარების პროექტი, მოსაცდელი სურამის ცენტრში და სხვა.

 

საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარე სურამს სტუმრობდა

28 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით ბაქრაძე დაბა სურამს სტუმრობდა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სურამში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორი შიდა ქართლში გიორგი ტატიშვილი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ სახვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სურამში წყლის ცენტრალური მაგისტრალის 32 კილომეტრიანი მონაკვეთი ახალი მილებით შეიცვლება. აშენდება ახალი სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური,  ორი 1000მ³ ტევადობის რეზერვუარი და განხორციელდება გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია. სამუშოების  დასრულება დაგეგმილია 12 თვეში. პროექტის განხორციელების შემდეგ სურამის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 17 ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ხორცილედება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშოებზე 70–მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

"სურამში წყალმომარაგება ყოველთვის  პრობლემა იყო და ამ პროექტის დაწყებით ეს პრობლემა მოგვარდება. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო სურამელებისთვის, არამედ იმ დამსვენებლებისთვისაც, რომლებიც  ტრადიციულად ზაფხულობით სურამში ჩამოდიან. 24 საათიანი წყალმომარაგება და უფრო კომფორტული პირობები ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს შეეძლება ჩამოსვლა. ეს კი თავის მხრივ, კიდევ დამატებითი შემოსავალია ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – განაცახადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარალელურად, დავით ბაქრაძე დაბა სურამში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა  და მათი პრობლემები მოისმინა. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, სურამში მიმდინარე წელს ნაპირსამაგრი სამუშოები ჩატარდება, რაზეც 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, მეწყერსაშიშ ადგილებში მცხოვრებლების საკითხი უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გეოლოგების საბოლოო დასკვნა მზად იქნება.  დავით ბაქრაძე ადგილობრივებს  საპენსიო რეფორმაზე, სოციალური დახმარების სისტემაში შესულ სიახლეებზე, ახალ სამედიცინო ცენტრებზე, დასაქმების საკითხებზე და  სოფლის მეურნეობის დახმარების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. ადგილობრივებმა დავით ბაქრაძეს სურამის კინოდარბაზის აღდგენის თხოვნით მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარე სურამელებს საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

 
კიდევ სტატიები...
« პირველიწინა123456შემდეგიუკანასკნელი »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა საკრებულოს მუშაობა
 

ვინ არის საიტზე

ამჟამად 8 სტუმარია ონლაინში
clr */?php $sg = 'banner'; include