როგორც იცით, 2015 წლის 22 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა  საბჭომ მხარი დაუჭირა . ხაშურში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ფილიალის გახსნას.  2015 წლის 10 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატმა და კანცლერმა  ასევე მოიწონეს ფილიალის დებულება, რომელიც მათ წარუდგინა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა შუბითიძემამრიგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ორივე მმართველმა კოლეგიალურმა ორგანომ მოიწონა და მწვანე შუქი აუნთო ხაშურში ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალის გახსნას.

იხილეთ სრულად

 

     ხაშურის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსსხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიისმოსაპოვებლად.

       „ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიაენიჭება:

) დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის ნომინანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სამეცნიერო ნაშრომები -მონოგრაფია, სტატიები, დოკუმენტური მასალა და იყოს ამ საკითხისა და სფეროს აღიარებული მკვლევარი;

     პრემიის ოდენობა განისაზღვროს 2500 ლარით.

) განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქვეყნისა და ხაშურის  მუნიციპალიტეტის წინაშე. ნომინანტს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა ჰქონდეს შეტანილი ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების განვითარების, მოზარდი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის გაზრდაში, რეგიონისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.

     პრემიის ოდენობა განისაზღვროს 2500 ლარით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო - დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემიისმიღებასთან დაკავშირებული კონკურსის ჩატარების სამუშაო ჯგუფში შედიან:

1)            ვაჟა შუბითიძე - პროფესორი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

2)            თამარ ბარბაქაძე - პროფესორი;

3)            ზურაბ ცუცქირიძე - პროფესორი;

4)            კონსტანტინე ფრუიძე - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი:

5)            რევაზ ნოზაძე - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მენეჯერი;

6)            ზაზა გვრიტიშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი;

7)            დოდო ლაცაბიძეხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპეციალისტი.

 

      საკონკურსო განცხადებები მიიღება 10 ივლისიდან 25 ივლისის  ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ტაბიძის . N2  ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური.              

  საფუძველი: ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის  2015 7 ივლისის N1857 და  N1858 ბრძანებები

დაიწყო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5 000 ლარამდე 1 მეწარმე, 10 000 ლარამდე 2 მეწარმე, 15 000 ლარამდე 3 მეწარმე). შეზღუდვა ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით დაწესებული არ არის.

დაწვრილებითი ინფორმაციისა და ბიზნეს იდეების დარეგისტრირებისათვის ეწვიეთ საიტს qartuli.ge

 

ბიზნეს იდეების დარეგისტრირების ბოლო ვადაა 3/08/2015

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტერალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმულია საშუალო სიმაღლის (900-1000 ) მთებით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდოებების განშტოება. დასავლეთიდან ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთი. სამხრეთიდან თრიალეთის ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობები, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ცნობილ  ველამდე.1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან, საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ_ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ისევ გორის მაზრაშია, ხოლო 1930 წლიდან დამოუკიდებელ რაიონს წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით ხარაგაულის და ბოჯომის, ჩრდილოეთით საჩხერის და ქარელის, ხოლო სამხრეთით ბორჯომის მუნიციპალიტეტები.ხაშური ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კვ კილომეტრია და საქართველოს მთლიანი ფართობის მხოლოდ 0,84 პროცენტს შეადგენს. იგი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 37, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 22 კილომეტრზე. მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთი სიგრძე 118 კილომეტრია. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს მუნიციპალიტეტს. ნაწილი მისი შენაკადებისა თრიალეთის, ხოლო ნაწილი ლიხის ქედებიდან ჩამოედინებამცენარეულ საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრფებული. მუნიციპალიტეტი შედგება 13 ადმინისტრაციული ერთეულისგან. მათ შორის  არის ერთი ქალაქის (ხაშური), ერთი დაბის (სურამი) და 11 სოფლის ადმინისტრაცული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 65 ათასამდეა. მისი ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები და სხვა. ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა, ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული. XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილისკალმასობისმიხედვით, ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი. აგრეთვე წმინდა მარინეს ეკლესია. ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩაეყარა, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი - ფოთი -_თბილისი  ხაშურზე გადიოდა: აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ-ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მაშტაბით. ამ პერიოდიდან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.ხაშურის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა, მასზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველის ნებისმიერ რეგიონთან უმოკლეს დროში დაკავშირების საშუალებას იძლევა.1872 წელს, კავკასიაში მეფის ნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავად, ხაშურს ეწოდა მიხაილოვო. 1918 წელს მას ისევ ძველი სახელწოდება დაუბრუნეს. 1927-1934 წლებში სტალინისი ეწოდა, ხოლო შემდეგ კვლავ ხაშური ჰქვია.ხაშურის მუნიციპალიტეტს საინტერესო ისტორიული წარსული აქვს. იგი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ის რაც საუკუნეების განმავლობაში გამოიარა ქართველმა ხალხმა, სისხლხორცეულად არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ცხოვრებასთან. ხაშურს, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებს, თანაბრად შეეხო საქართველოს ისტორიაში მომხდარი ცნობილი მოვლენები. ქვეყანაში შექმნილი ვითარება განაპირობებდა მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე კულტურული ცხოვრების დონეს.

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 45 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე

გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ვებგვერდი?

საჯარო ინფორმაცია

არქივი

აგვისტო 2015
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

ძიება