გომი ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარეობს.   ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: გომი, აგარები, დიდი სატივე, ვაყა, პატარა სატივე, ქვემო აძვისი, ხიდისყური.   გომში, 2014 წლის მონაცემებით, ცხოვრობს 1128 კაცი,  საიდანაც 565 მამაკაცია, ხოლო 563  - ქალი.

გომის დაწინაურებას ხელი შეუწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანამ (1872 წ). აქ გაიხსნა რკინიგზის სადგური, რამაც იგი ახლომახლო მდებარე სოფლების ცენტრად აქცია. ამ ფაქტმა განაპირობა ის გარემოებაც, რომ აქ მოგვიანებით (1897 წ.) დაარსდა გორის მაზრის სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობის დეპო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ზემო ქართლში სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარებაში. იგი მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობას ეწეოდა.

სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

სოფელში ფუნქციონირებს ს.ს. „გომის სპირტისა და არყის კომპანია“.

 გომში შემორჩენილია ისტორიული სურამის ჭალის ნაშთი, რომელიც მის აღმოსავლეთით მდებარეობს. აქვეა ღვთისმშობლის ეკლესია, მისგან მოშორებით, აღმოსავლეთით კი, ე.წ. დაღალულას მინდორზე კოშკის ნანგრევები, დათარიღებული 626-634/635 წლებით.

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 451 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე