მუნიციპალიტეტში ხშირად იმართება კონცერტები, ფესტივალები, სამეცნიერო კონფერენციები.

განსაკუთრებით მასშტაბური სახე აქვს შემოდგომის ფესტივალს- ხაშური-ოქროს შემოდგომა! ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად,  დაძმობილებული ქალაქებიდან უცხოური დელეგაციები მონაწილეობენ. იმართება გამოფენები, კონცერტები, სპორტული აქტივობები.

ასევე მასშტაბურია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის-26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღის-1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ფოლკლორული ფესტივალი „არტ-გენი.“

მუნიციპალიტეტის მერია  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოზარდი თაობის სწორად განვითარებას და  საშუალებას აძლევს ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით განვითარების ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. აქ ფუნქციონირებს; ხატვის წრე, ვოკალის შემსწავლელი წრე, ხალხური რეწვის წრე, გიტარის წრე, ქართული ცეკვის წრე. ასევე, მკითხველთა კლუბი, ინგლისური ენის წრე, რელიგიის და რაიონის ისტორიული ძეგლების შემსწავლელი წრე, ტექნიკურ მეცნიერებების და ზოგადი უნარების წრე.

 კულტურულ შემეცნებით კერებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, სადაც დანერგილია მომსახურების ინოვაციური სერვისები, აქაც მოსწავლე ახალგაზრდებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ფუნქციონირებს  კითხვის მოყვარულთა კლუბები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. მშობელთა კლუბები. 

ბიბლიოთეკებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლიტერატურა, როგორც მხატვრული, ასევე სამეცნიერო.

კულტურული ცხოვრების მიმართულებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხაშურის და სურამის სამუსიკო სასწავლებლები, სადაც გარკვეული კატეგორიის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, უსასყიდლოდ დაეუფლონ მუსიკის სხვადასხვა დარგებს.

 

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 124 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე