ხაშურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა  მუდმივად ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე და პოპულარიზაციაზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ()იპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულება- ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლა, სადაც მეცადინეობები უფასოდ მიმდინარეობს სპორტის 12  სახეობაში: ქართული ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, ბერძნულრომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ბატუტზე ხტომა, ჩოგბურთი, ძალოსნობა, ჭადრაკი, კალათბურთი, რაგბი, ფეხბურთი.

ადმინისტრაციულ ერთეულებში  შექმნილია სპორტული ჯგუფები, სხვადასხვა სახეობაში, სადაც მოზარდები აქტიურად ვარჯიშობენ.

  სკოლის არაერთი აღსაზრდელი წარმატებით აგრძელებს  კარიერას სპორტის სხვადასხვა სახეობაში. სასპორტო სკოლას ჰყავს 16 მსოფლიო, 23 ევროპის  და 25 საქართველოს ჩემპიონი.

მუნიციპალიტეტის მერიას,  ღვაწლმოსილი და წარმატებული სპორტსმენებისთვის დაწესებული აქვს შესაბამისი პრიზები და ჯილდოები.

 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე უზრუნველყოფს, საზღვარგარეთ გამართულ სპორტულ აქტივობებში ხაშურელი სპორტსმენების მონაწილეობას.

  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირად იმართება  სპორტული აქტივობები; მარათონი, მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთსა და კალათბურთში საჯარო სკოლებს, უბნებს და ორგანიზაციებს შორის.  საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან პროექტებში: ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადადა ,,სპორტი ბარიერების გარეშე

ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიამ ააშენა და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა 14 მინი სტადიონს, რაც  მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე აშენდა ახალი სპორტული კომპლექსი, რომელიც   მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. შენობაში განთავსებულია  საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო, მცირე სასტუმრო. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია  შშმ პირებზე.

სპორტკომპლექსი მოიცავს მინი სტადიონს, საჩოგბურთო მოედანს, ავტოსადგომს, რეკრეაციული ზონებს.

ამჟამად საიტზე

ჩვენ გვყავს 447 სტუმარი და წევრები არ არიან საიტზე