არქივი

<ივლისი 2014>
ორსაოთხუპაშაკვ
 123456
78910111213
14151617181920
212224252627
28293031   

ძებნა საიტზე



ვაჟა შუბითიძე

საკრებულოს თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1959 წლის 28 დეკემბერს ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა  ქალაქის მე-3 საშუალო სკოლა.

1977-1982 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1982-1985 წლებში, სწავლა გააგრძელა თსუ ასპირანტურაში და იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი.

არის ისტორიის  დოქტორი (1987 წ),  პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004 წ);  2006 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სრული პროფესორი. ლექციებს კითხულობს ასევე თბილისის ღია და სასწავლო უნივერსიტეტებში.

არის მრავალი ნაშრომის, წიგნის, სტატიის, მონოგრაფიის ავტორი.

გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის, 15 წიგნი, აქედან 6 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო -პოლიტოლოგია, იმიჯოლოგია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზრი). წიგნისათვის „ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი“ (2008 წ). მიენიჭა დავით აღმაშენებლის პრემია ნომინაციაში „სამაგიდო წიგნი“. არის პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართველოს „პროფესორთა ლიგის“ და შუბითიძეების გვარის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.

 

გიორგი ცხადიაშვილი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1975 წლის 1 სექტემბერს. 1992 წელს დაამთავრა თბილისის  N 140 საშუალო სკოლა. 2003 წელს - საქართველოს დიპლომატიური აკადემია. 1994 წლიდან 2002 წლამდე იყო სახელმწიფო უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის განყოფილების უფროსი, შემდეგ კი დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი. 2002 წლიდან 2010 წლამდე საქმიანობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოების მენეჯერად. 2010 წელს არჩეულ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად „ალიანსი საქართველოსათვის” პარტიული სიით. 2012 წლის დეკემბრიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. არის პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 

საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1966 წელს ხაშურში.

1984 წელს დაამთავრა ხცისის საშუალო სკოლა, 1995 წელს კი წარჩინებით - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მიკროეკონომისტის სპეციალობით.

1995-2000 წლებში მუშაობდა თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად.

2000 წლიდან 2012 წლამდე იყო კერძო ბიზნესში.

2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლამდე იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

ომარ კაპანაძე

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1985 წლის 11 აპრილს, ხაშურში.

2003-2007 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ნავთობგაზსადენის ექსპლუატაციის ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2007-2009 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შსს ხაშურის არასაუწყებო დაცვის პოლიციის განყოფილებაში.

2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, 2014 წლიდან - რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი.

არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

 

ნიკოლოზ კიკნაძე

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის

კომისიის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1966 წლის 17 ივნისს ქ. ხაშურში.

1983 წელს დაამთავრა ხაშურის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე.

1983-1985 წწ. მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

1990-1992 წწ. მუშაობდა სამშენებლო სამმართველოში ინჟინრის თანამდებობაზე.

1992-1995 წწ - მუშაობდა სასპორტო სკოლის ფეხბურთის სექციაში მწვრეთნელად.

2000-2003 წლებში შიდა - ქართლის პურისა და პურის ხარისხების ინსპექციაში.

2008-2014 წწ - შპს „ალვა -2008“ -ს ინვენტარიზატორად.

2012 წლიდან არის „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ წევრი.

 

ირინე გელაშვილი

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1970 წელს ხაშურში.

1987 წელს დაამთავრა ხაშურის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ კი წარჩინებით - 64-ე პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. სხვადასხვა წლებში სწავლობდა როსტოვის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის იურიდიულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში, არის ბიზნესის მართვის სპეციალისტი. მუშაობდა კერძო კლინიკაში მენეჯერად.

2007 წლიდან არის „რესპუბლიკური პარტიის“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2012 წლის დეკემბრიდან იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

ვაჟა ხარშილაძე

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისის თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1984 წელს დაბა სურამში.

2002 წელს  დაამთავრა იტრიის გიორგი ტალახაძის სახელობის სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგრო ინჟინერიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა არასამთავრობო სექტორში.

2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი.

2013-2014 წწ. მუშაობდა ცოცხნარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად.

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 

ზურაბ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1989 წელს ქალაქ ხაშურში. 2006 წელს დაამთავრა ალის საშუალო სკოლა.

2011 წელს დაამთავრა ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. არის 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონი  სამბოში;

2006 წლის ევროპის პრიზიორი;

2007-2010 წწ. საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.

2013-2014 წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრი.

დაოჯახებულია.

 

ზაალ ფცქიალაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატები“

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1970 წლის 3 მარტს ქ. ხაშურში.

1987 წ. დაამთავრა ქ. ხაშურის მე-3 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1993 წ. ეკონომისტის კვალიფიკაციით.

1988-1989წწ - მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1994  წლიდან მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ განყოფილებაში რწმუნებულის, უფროსი რწმუნებულის და განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

1998-2005 წწ. - ხაშურის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის, მთავარი საგადასახადო ინსპექტორისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.

1998-2001 წწ - იყო ქალაქ ხაშურის საკრებულოს წევრი.

2011 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ხაშურის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

ლაშა მესხი

ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა 1986 წლის 16 სექტემბერს, ხაშურში.

1992-2003 წლებში სწავლობდა ხაშურის მესამე საშუალო სკოლაში.

2004-2008 წლებში -სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2006-2007 წლებში გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სამოქალაქო სამართლის კურსი.

2009-2011 წლებში სწავლობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე.

2007-2008 წლებში მუშაობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრში” ადვოკატის თანაშემწედ.

2007-2011 წლებში სპს „დავით ჯინჯოლავა და პარტნიორები“ - ადვოკატად;

2008-2011 წლებში იყო „საქართველოს იურისტთა ასოციაციაში“ სარევიზიო კომისიის წევრი.

2009-2011 წლებში შპს „აზიაში“- იურისტად;

2011 წელს შპს „ჯი აი ჯი“-ში -იურისტად.

2011 2012 წლებში ააიპ „უსაფრთხო სივრცეში“ -იურისტად.

2012-2014 წლებში - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტად.

გამოქვეყნებული აქვს  პუბლიკაციები:

„გერმანიისა და რუსეთის კონსტიტუციური სამართალი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში“, ჟურნალი „ალმანახი“, 2006 წელი, N3 (ელ. ვერსია).

„ინფორმაციის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება?!“ სტატიათა კრებული. საია, 2006 წელი.

ფლობს რუსულსა და ინგლისურს.

 

არჩილ ჩაჩანიძე

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“

კოალიცია „ქართული ოცნება“

დაიბადა ქალაქ ხაშურში 1975 წლის 12 დეკემბერს.

1981-1992 წწ. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტზე.

1998-2006 წწ. მუშაობდა ხაშურის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში;

2006-2007 წწ.- გორის საგადასახადო ინსპექციაში აუდიტის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

2007-2008 წწ. - ქვემო ქართლის საგადასახადო ინსპექციაში მთავარ სპეციალისტად;

2008 წლიდან დღემდე მუშაობს კერძო სექტორში. არის შპს „ტრანზიტ სერვისი 888“ დირექტორი, რომელიც ეწევა არაგაბარიტული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

 

ნოვე ტაბატაძე

ფრაქცია „დამოუკიდებლების“ თავმჯდომარე

მაჟორიტარი

დაიბადა 1947 წლის 7 მარტს ხაშურის რაიონის სოფელ სარტყელაში.

1975-1981 წლებში სწავლობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ზოგადტექნიკური დისციპლინების სპეციალობით, მინიჭებული აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია.

1969-1972 წლებში მუშაობდა 64-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში ელექტროტექნიკის პედაგოგად. 1977-1982 წლებში მუშაობა განაგრძო 109-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში. 1982-2002 წლებში 64-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში მუშაობდა აღმზრდელობით დარგში.

2002-2005 წლებში ხალების თემის საკრებულოს გამგებელი იყო.

2005-2008 წლებში ხაშურის მუნიციპალიტეტის დევნილთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსია.

2011-2014 წწ. მუშაობდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში სპეციალისტად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

გიზო ტალახაძე

ფრაქცია „ხაშური -2014“-ის თავმჯდომარე

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტთა პარტია“

დაიბადა 1949 წლის 28 იანვარს.

1966 წელს დაამთავრა მოლითის საშუალო სკოლა. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1966 წელს.

მუშაობდა ხაშურის სალიანდაგო დისტანციაში.

1968-1971 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური საბჭოთა კავშირის სამხედრო საზღვაო ფლოტში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა როსტოვში „სამხრეთ გაზმშენის“ სამშენებლო სამმართველოში.

1982 წელს ერთი წლით სამუშაოდ მივლინებული იქნა ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

1985 წელს დაამთავრა მოსკოვის პატენტთმცოდნეობის ინსტიტუტის ეკონომისტ-პატენტთმცოდნეობის ფაკულტეტი ამავე სპეციალობით. 1985-1990 წლებში იყო შუშის ქარხნის წამყვანი ინჟინერი,;

1990-1996 წლებში - ფირმა „მინწყლების“ დირექტორი.

2007 წლიდან დღემდე არის „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

როინ მახარობლიძე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1974 წლის 12 სექტემბერს ხაშურში.

1991-1995 წლებში სწავლობდა ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში, მინიჭებული აქვს იურისტის და ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1996-1997 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონის გამგეობაში ადგილობრივი მმართველობის საკითხთა განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

1997-1999 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

1999-2000 წლებში იყო ხაშურის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

2000-2005 წლებში- ხაშურის რაიონის გამგეობის იურიდიული  განყოფილების გამგე.

2005-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო - გორის, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 


clr */?php $sg = 'banner'; include